მეორე სემესტრი
წრე "დნმ"
სამუშაო გეგმა
სსიპ
ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლა
წრე "დნმ"
სამუშაო გეგმა
სსიპ
ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლა
პროფილი / დისციპლინა : ბიოლოგია
წრის დასახელება :
„DNA“
წრის ხელმძღვანელი : სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის ბიოლოგიის
პედაგოგი - მარინე გვასალია
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა : 2019 -2020 სასწავლო წლის II სემესტრი
შეხვედრების განრიგი : თვეში ერთხელ ( ყოველი თვის ბოლო პარასკევი)
მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი : X კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში :10-15 მოსწავლე
აქტუალურობა და წრის
შექმნის მიზანი :
მოგეხსენებათ, სწავლა არის პროცესი,რომელიც
მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება.ფორმალური განათლება ვიცით, რომ შინაარსის თვალსაზრისით სტრუქტურირებულია, წინასწარ არის გაწერილი პროგრამა, სასწავლო რესურსები, დრო.
არაფორმალური განათლება კი მთლიანად ინდივიდის სურვილებზეა აგებული - რა, სად და როგორ შეისწავლოს. არახალია,რომ თითოეული ადამიანი უფრო მეტ ცოდნას იძენს უშუალოდ სამუშაო გამოცდილების, მეგობრებთან ურთიერთობის, ინტერნეტ რესურსების თუ სხვა გზით,
რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად უყალიბდება გარკვეული დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.
ოცდამეერთე საუკუნეში ინდივიდმა მუდმივად უნდა იზრუნოს თვითგანვითარებაზე, ჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ სწავლებებში, დისკუსიებში, დებატებში, შეიძინოს კონტაქტები, ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიმუშაოს ახალი უნარ-ჩვევები, იმისთვის, რომ ჰქონდეს შესალებლობა შეივსოს დანაკლისი, რაც გამოწვეულია ფორმალური განათლების დაუხვეწელობით.
ვიცით,რომ არაფორმალური განათლება არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილი. ის მიზნად ისახავს მოსწავლეში უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ,უშუალო გარემოში, სადაც მოსწავლეებს უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით. ამ საუკუნეში მოსწავლეებს სჭირდებათ
ისეთი კომპეტენციების განვითარება ,რომლებიც მათ ზრდასრულობაში სხვადასხვა სიტუაციაში გამოადგებათ. ასეთებია: პრეზენტაციის უნარები, პუბლიკასთან
ურთიერთობა,დებატებში მონაწილეობა, თანამშრომლობა, გუნდურობა, კომუნიკაცია, ,შემოქმედებითი უნარები და ა.შ.
მოსწავლეები ასეთ არაფორმალურ გარემოში რაც მთავარია, კმაყოფილი არიან საკუთარი შედეგებით, ხდებიან საკუთარ თავში დარწმუნებულნი, თავს გრძობენ უფრო რეალიზებულად,არ ერიდებიან შეცდომების დაშვებას,არიან უფრო ღია და
თავისუფალი.
ცხადია,რაც უფრო ვითარდება საზოგადოება და ეკონომიკა მით უფრო არასაკმარისი ხდება ფორმალური განათლება და უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურ გამოცდილებას.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან
გამომდინარე,ასევე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან , უკვე წლების განმავლობაში დაგროვილი პედაგოგიური გამოცდილებიდან და დაკვირვებებზე დაყრდნობით საჭირო აუცილებლობად ჩავთვალე და გადავწყვიტე შემექმნა ბიოლოგიის საგნობრივი წრე „DNA“. წრეში დიდი სიამოვნებით
გაერთიანდნენ მეათე კლასის მოსწავლეები ,ნებაყოფლობით.
მოსწავლეებთან ერთად წრეს შევურჩიეთ სახელწოდება,
შევიმუშავეთ სამუშაო გეგმა და შესაბამისი სამუშაო
განრიგი. და თუ გვინდა მოსწავლეებში ოცდამეერთე საუკუნის შესაბამისი
უნარები განვავითაროთ, საინტერესო,მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული,სახალისო,ინტელექტუალური,შემოქმედებითი
საწრეო შეხვედრები მართლაც ღირსეულად შეასრულებენ
ამ როლს.
სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო
სკოლის ბიოლოგიის წრე
„DNA“
სამუშაო გეგმა
მეორე სემესტრი
|
N
|
თემის დასახელება
|
საკითხთა ჩამონათვალი
|
შეხვედრის თარიღი
|
საათების რაოდენობა
|
რესურსი
|
|
1
|
ვიქტორინა
|
ინტელექტუალური
ვიქტორინა
|
იანვარი
|
2 საათი
|
სლაიდი
”ვიქტორინა”
|
|
2
|
კვლევა
|
კვლევა,როგორც
სამეცნიერო მეთოდი და მისი ეტაპები
პრაქტიკული
სამუშაო
|
თებერვალი
|
2 საათი
|
პლასტმასის
ჭიქები
ნიადაგი
ლობიოსა
და ხორბლის გაღივებული თესლი
ლურჯი
მარკერი
სინჯარით წყალი
|
|
3
|
საინფორმაციო
ბროშურები
„დაუნის
სინდრომი“
|
საინფორმაციო ბროშურების დამზადება და დარიგება ცნობიერების
ამაღლების მიზნით
|
მარტი
|
1,5 საათი
|
მოსწავლეების
მიერ დამზადებული ბროშურები
|
|
4
|
„მწვანე დღე“
|
მწვანე
ბუშტების აქცია სკოლის მიმდებარედ..ამ აქციით
ადამიანებს შევახსენებთ ,რომ დღეს დედამიწის დღეა....
|
აპრილი
|
2 საათი
|
ფოტოაპარატი
მწვანე
ბუშტები
|
|
5
|
ექსპერიმენტების
ჩატარება
|
სკოლის
ლაბორატორიაში რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარება
|
მაისი
|
1,5 საათი
|
ლაბორატორიული
ხელსაწყოები
ლაბორატორიული
ჭურჭელი
სხვადასხვა
დამატებითი რესურსები
|


Комментарии
Отправить комментарий