სსიპ ქალაქ თბილისის N207  საჯარო სკოლა
პროფილი / დისციპლინა : ბიოლოგია
 წრის დასახელება :  „DNA“
წრის ხელმძღვანელი : სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი  - მარინე გვასალია
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა  : 2019 -2020  სასწავლო წლის I და II   სემესტრი
შეხვედრების განრიგი  : თვეში ერთი სამუშაო შეხვედრა
მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი  : X  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში  :10-15 მოსწავლე


აქტუალურობა და წრის შექმნის მიზანი :
 მოგეხსენებათ, სწავლა არის პროცესი,რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება.ფორმალური განათლება  ვიცით, რომ  შინაარსის თვალსაზრისით სტრუქტურირებულიაწინასწარ არის  გაწერილი  პროგრამასასწავლო რესურსები, დრო.
 არაფორმალური განათლება კი მთლიანად ინდივიდის სურვილებზეა აგებული რასად , როგორდა რატომ შეისწავლოს. არახალია,რომ  თითოეული ადამიანი უფრო მეტ ცოდნას იძენს უშუალოდ სამუშაო გამოცდილების,  მეგობრებთან ურთიერთობისინტერნეტ რესურსების თუ სხვა გზით, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად  უყალიბდება გარკვეული  დამოკიდებულებებიფასეულობებიუნარ-ჩვევები და ცოდნა.
 ოცდამეერთე საუკუნეში ინდივიდმა მუდმივად  უნდა იზრუნოს თვითგანვითარებაზეჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ სწავლებებშიდისკუსიებშიდებატებშიშეიძინოს კონტაქტებიჰქონდეს შესაძლებლობა გამოიმუშაოს ახალი  უნარ-ჩვევებიიმისთვისრომ ჰქონდეს შესალებლობა შეივსოს დანაკლისირაც გამოწვეულია ფორმალური განათლების დაუხვეწელობით.
 ვიცით,რომ არაფორმალური განათლება არ  არის  ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილიის მიზნად ისახავს მოსწავლეში  უნარ-ჩვევებისკომპეტენციებისღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურბუნებრივ,უშუალო  გარემოშისადაც მოსწავლეებს უქმნიან მოტივაციასიმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით. ამ საუკუნეში მოსწავლეებს სჭირდებათ ისეთი კომპეტენციების განვითარება ,რომლებიც მათ ზრდასრულობაში სხვადასხვა სიტუაციაში გამოადგებათასეთებია: პრეზენტაციის უნარები პუბლიკასთან ურთიერთობა,დებატებში მონაწილეობათანამშრომლობაგუნდურობაკომუნიკაცია, ,შემოქმედებითი უნარები  და ა.შ. მოსწავლეები ასეთ არაფორმალურ გარემოში რაც მთავარიაკმაყოფილი არიან საკუთარი შედეგებითხდებიან საკუთარ თავში დარწმუნებულნითავს გრძობენ უფრო  რეალიზებულად,არ ერიდებიან შეცდომების დაშვებას,არიან უფრო ღია და თავისუფალი.
 ცხადია,რაც უფრო ვითარდება საზოგადოება და ეკონომიკა მით უფრო არასაკმარისი ხდება ფორმალური განათლება და უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურ გამოცდილებას.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,ასევე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან , უკვე  წლების განმავლობაში დაგროვილი პედაგოგიური გამოცდილებიდან  და დაკვირვებებზე  ,თუ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით და ამ ყოველივეზე დაყრდნობით  საჭირო აუცილებლობად ჩავთვალე და გადავწყვიტე  შემექმნა ბიოლოგიის საგნობრივი წრე „DNA“. წრეში  დიდი სიამოვნებით გაერთიანდნენ მეათე კლასის მოსწავლეები ,ნებაყოფლობით. მოსწავლეებთან ერთად  წრეს შევურჩიეთ სახელწოდება, შევიმუშავეთ სამუშაო გეგმა და შესაბამისი სამუშაო განრიგი და თუ გვინდა მოსწავლეებში ოცდამეერთე საუკუნის შესაბამისი უნარები განვავითაროთ, საინტერესო,მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული,სახალისო,ინტელექტუალური,შემოქმედებითი საწრეო შეხვედრები მართლაც  ღირსეულად შეასრულებენ ამ როლს.



სსიპ ქალაქ თბილისის N207  საჯარო სკოლის ბიოლოგიის წრე 
DNA
სამუშაო გეგმა
N
თემის დასახელება
საკითხთა ჩამონათვალი

შეხვედრის თარიღი
საათების რაოდენობა
რესურსი
1
პირველი  სამუშაო შეხვედრა




ვიქტორინა
მოსწავლეებთან ერთად ბიოლოგიის წრეს შევურჩიეთ სახელწოდება DNA” გავეცანით  საწრეო  მუშაობისა  და  ჩვენი შეხვედრების მიზანს.
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ შეხვედრების განრიგი.
განვიხილეთ სხვა  საორგანიზაციო საკითხები.


მოსწავლეები დაიყო ორ ჯგუფად.მონიტორზე კითხვის გამოჩენის შემდეგ მოსწავლეებს ენიშნებათ დრო ქვიშის საათის დახმარებით.პასუხები ფიქსირდება ფერად ფურცლებზე და გადაეცემა მასწავლებელს
27.09.2019
2  საათი
პრეზენტაცია
სლაიდი DNA
“DNA” -ის მაკეტი
სლაიდი
“ვიქტორინა“
ფერადი ფურცლები
ქვიშის საათი
ყურძნის მტევანი,კაკალი,ლობიოს მარცვლები








2


ეკო სახლების შექმნა
















მოსწავლეები წინასწარ შერჩეული რესურსებით შექმნიან თავიანთი ფანტაზიითა და შემოქმედებითი უნარებით კარდონის  სხვადასხვა ზომის ყუთებისგან სახლებს,ეკოლოგიის თემატიკაზე.


25.10.2019


2 საათი


კარდონის ყუთები
ფერადი ქაღალდები,წებო,მარკერები,სანათები,ფოთლები,ტოტები,აკრილის საღებავები,ფუნჯები...


3


მარტივი ექსპერიმენტების დაგეგმვა და ჩატარება  და პრაქტიკული სამუშაო-პრეპარატის მომზადება


მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით და შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით ატარებენ მარტივ,სახალისო,საინტერესო ექსპერიმენტებს და მსჯელობენ მიღებულ შედეგებზე.
მოსწავლეები ისწავლიან და თავად მოამზადებენ მიკროპრეპარატებს: ხახვის ანათალი,კორპის


ანათალი,კაქტუსის ანათალი.ასევე დაათვალიერებენ სკოლის ლაბორატორიაში არსებულ მზა პრეპარატებს.



15.11.2019


1.5  საათი


ლაბორატორიული ხელსაწყოები
ლაბორატორიული ჭურჭელი
სხვადასხვა დამატებითი რესურსები(მარგანეცი,ლიმონი,აცეტონი,ცარცი,ფოთლები,ბანანი,ძმარი,მარილი,შაბიამანი და ა.შ.)მიკროსკოპი,ხახვი,კორპი,მზა პრეპარატები,იოდი...
4
 ვიდეო რესურსების განხილვა და გააზრება
მოსწავლეები აანალიზებენ და იმსჯელებენ  შეთავაზებულ  ვიდეო რესურსებზე დაყრდნობით.
რესურსებად კი შეთავაზებულია სლაიდები და ვიდეოები შემდეგ თემებზე:„ფოტოსინთეზი და მისი მნიშვნელობა“,„ნუ მოსწევ“ ,  „სტიგმა“.
30.11.2019
2 საათი
წინასწარ მოძიებული ვიდეო რესურსები და  მასწავლებლის მიერ შექმნილი სლაიდები :
სტიგმა
ნუ მოსწევ
ფოტოსინთეზი


5
ხელნაკეთი თემატური რესურსების გამოფენა
ბიოლოგიის წრის მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტში ეწყობა  ბიოლოგიის მასწავლებლის მიერ შექმნილი  თემატური ხელნაკეთი რესურსების გამოფენა.ნამუშევრების მოკლე დახასიათებას მობრძანებულ სტუმრებს შესთავაზებენ მოსწავლეები,მოუყუყვებიან შექმნის ისტორიას და მნიშვნელობასა და  აუცილებლობაზე.
15.12.2019
3 საათი
ფოტოაპარატი
ბუშტები
მცენარეული,ცხოველური უჯრედის,სასუნთქი,გამომყოფი სისტემების,დნმ-ის,საჭმლის მომნელებელი სისტემის,ეკო სახლების და ა.შ. მაკეტები

Комментарии

Популярные сообщения